ივერიონი / ცესკომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ცესკომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

   ცესკომ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და "ქართული ოცნების" რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატებს რეგისტრაცია არ გაუუქმდათ,  დავით ჯიქია და ირაკლი კაკულია  საარჩევნო კამპანიას გააგრძელებენ.

  "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა "ქართული ოცნების" მერობის ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ცსკ კოლეგიალური ორგანოა, შესაბამისად, 7 ხმით ძალაში დარჩა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებები მათი რეგსიტრაციის შესახებ. პირადად მე მხარი არ დამიჭერია, ვინაიდან ჩემი მიდგომა იყო ერთგვაროვანი ანალოგიური შემთხვევის მიმართ და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც", – განაცხადა ცსკ–ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

  რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნას რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი იმ მიზეზით ითხოვდა, რომ მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრიათ.

 

 

21-05-2014, 11:23
უკან დაბრუნება