ივერიონი / "არასაპარლამენტო ოპოზიცია"-:"მანქანებს პერმანენტულად ქუჩიდან არ "მოიტაცებენ' და თითო მოტაცებაში 70 ლარს არ წაართმევენ"

"არასაპარლამენტო ოპოზიცია"-:"მანქანებს პერმანენტულად ქუჩიდან არ "მოიტაცებენ' და თითო მოტაცებაში 70 ლარს არ წაართმევენ"

   "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახლადარჩეული საკრებულოს პირველსავე სხდომაზე ისინი გააუქმებენ პარკირების 50 ლარიან გადასახადს, ასევე, თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის დადებულ კაბალურ ხელშეკრულებას და ქალაქელებს  ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემენ.

   -"2007 წლიდან მოქმედი პარკირების 50  ლარიანი  გადასახადი  არის  თბილისელებზე  შეწერილი  ბეგარა და ქალაქელთა ფინანსური ძარცვის ინსტრუმენტი, ხოლო თბილისის  მერიასა და "სითი პარკს"შორის დადებული ხელშეკრულება  თბილისელთა და დედაქალაქში ჩამოსულ სტუმართა ავტომანქანებზე  ნადირობისა  და  ასევე  ფინანსური ძარცვის მექანიზმი, ჩვენ ამომრჩეველს "სითი პარკის" გაუქმებას ვპირდებით.ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ გადაიხდიან ყოველწლიურ 50 ლარიან პარკირების გადასახადს, მათ მანქანებს პერმანენტულად ქუჩიდან არ "მოიტაცებენ' და თითო მოტაცებაში 70 ლარს არ წაართმევენ".

   "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელთა თქმით, ყველა ფუნქციას, რომელიც  თბილისში პარკირების სფეროს მართვასა და მოწესრიგებას უკავშირდება, საკუთარ თავზე აიღებს ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, საპატრულო პოლიციასთან ერთად, ხოლო დაფინანსება განხორციელდება ქალაქის ბიუჯეტიდან, რომელიც სწორედ თბილისელების მიერ გადახდილი გადასახადებიდან იკრიბება. 

 

21-05-2014, 13:49
უკან დაბრუნება