"ქართული ოცნების" დეპუტატებიც საჭიროებენ "უფასო გაკვეთილებს" თინა ხიდაშელისგან?
ქ-ნ თინათინის "მასტერკლასი კონსტიტუციონალიზმში" უსაფუძვლოა, რადგან ლევან ვასაძეს არ უთქვამს, რომ პარლამენტი დასათხოვნია, არამედ მან განაცხადა, რომ პარლამენტი არის დასაშლელი. მიმაჩნია, რომ ბ-ნ ლევანის განცხადება თავისთავად გულისხმობდა არა პარლამენტის კონსტიტუციაში გაწერილი პროცუდერების ამოქმედებას, არამედ შეიცავდა სურვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. რასაც ასევე იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც.
"ქართული ოცნების" დეპუტატებიც საჭიროებენ "უფასო გაკვეთილებს" თინა ხიდაშელისგან? ქალბატონ თინათინს შევახსენებ მისი კოლეგების შარშანდელ განცხადებებს პარლამენტის "დაშლასთან" დაკავშირებით:
მანანა კობახიძე:-"მიჭირს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა და მომხრე ვარ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს".
გედევან ფოფხაძე:-"თუ საზოგადოებაში არის განწყობა, რომ დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობა არ ასახავს საზოგადოების ინტერესებს, მათ აქვთ უფლება, იმსჯელონ ვადამდელი არჩევნების საკითხზე."
საზოგადოებას კი შევახსენებ თუ რა განაცხადა, 2013 წლის 17 აპრილს დავით უსუფაშვილმა: "მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა."
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების გაცნობის შემდეგ, გასაგებია თინათინ ხიდაშელის პოზიცია პარლამენტის "დაშლასთან" დაკავშირებით.
თუ ქალბატონი თინათინი თავს დაიმდაბლებს და იკადრებს, მზად ვარ განვუმარტო, (თუნდაც ტელე-დებატის ფორმატში) თუ რატომ არის მიზანშეწონილი და აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ზვიად ტომარაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია
"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი