ივერიონი / დავით სერგეენკო: წინა წლებთან შედარებით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გაორმაგებულია

დავით სერგეენკო: წინა წლებთან შედარებით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გაორმაგებულია

ჯანდაცვის მინისრის დავით სერგეენკოს განცხადებით,  წინა წლებთან შედარებით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია, თუმცა  პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ყველა ეს შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. ბავშვები ძირითადად, მკურნალობას იაშვილის საავადმყოფოში გადიან. ამ დროის მონაცემებით, 87 პაციენტია იაშვილის კლინიკაში მოთავსებული, ქუთაისში 15 პაციენტი,  ბათუმში კი - 4. პანიკის საფუძველი არ არესებობს. ეს დაავადება ისეთ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც მკაცრ ეპიდემიურ ჩარევებს არ საჭიროებს. თუმცა მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო“, - განაცახდა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე.

21-05-2014, 16:19
უკან დაბრუნება