გენდერული სტატისტიკა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე გენდერული სტატისტიკა მოამზადა. დოკუმენტი არჩევნებში მონაწილე მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორის, ასევე საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებში ქალთა და მამაკაცთა ბალანსს ასახავს. სტატისტიკა შემუშავდა მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში საინიციატივო ჯგუფებისა და პარტია/ბლოკების მიერ რეგისტრირებულ კანდიდატებთან მიმართებაშიც. რაც შეეხება გენდერულ თანაფარდობას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, 1 მაისის მდგომარეობით, 3, 472, 772 ამომრჩევლიდან 1, 866, 514 ქალი, დანარჩენი კი მამაკაცია.
სტატისტიკა მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ შემადგენლობასაც ცესკოში, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის 12 მამაკაცია და 2 ქალი.
თვითმმართველ ქალაქებში მერობის რეგისტრირებული კანდიდატების გენდერულ შემადგენლობას, სულ 73 კანდიდატიდან 65 კაცია და 8 ქალი. ამასთან, თვითმმართველი თემის გამგებლობის რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის 251 მამაკაცია და 10 ქალი.
საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს, თბილისში 1129 კანდიდატიდან 702 მამაკაცია და 427 ქალი, მაჟორიტარული სისტემით რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის კი – 242 კაცი და 66 ქალი.
თბილისის გარდა, მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში პარტია/ბლოკის მიერ რეგისტრირებულია 5 707 კანდიდატი, მათ შორის – 4861 კაცი და 846 ქალი.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გენდერული შემადგენლობა ასეთია: 3, 472, 772 ამომრჩევლიდან 1, 866, 514 ქალია და 1 106 258 მამაკაცი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მისი აპარატის გენდერული შემადგენლობის შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 227 თანამშრომლიდან 114 ქალია და 113 მამაკაცი.