საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს უცხადებს აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს დედის, პატრიცია ნორლანდის გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი ამერიკის ელჩს ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი გულითადი თანაგრძნობა გამოხატა.