ივერიონი / ნატალია ხოხიაშვილი:-"არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი?"

ნატალია ხოხიაშვილი:-"არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი?"

   არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი აცხადებს, რომ დღეს პრეზიდენტის ფუნქცია მარტო სტუმრების მიღება რჩება.

   -"საქართველოს პრეზიდენტის უფლებები კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ მისი პოსტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობებია, ოღონდ უფრო გაფართოებული ფუნქციებით, მართალია პრეზიდენტი პირველი პირი არაა ქვეყანაში, მაგრამ მის ფუნქციებში მაინც რჩება ის, რომ პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და უცხოეთში წარმოადგენს ქვეყანას. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები, მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ხელშია, როცა ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით, მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრია მაშინ პრეზიდენტის ფუნქცია მარტო სტუმრების მიღება რჩება.

პრემიერი არის მთავრობის მეთაური აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პრეზიდენტი?..საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. და კიდევ მინდა დავამატო, რომ არ ვეთანხმები ცვლილებას პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით სავსაბით ლოგიკურია ის, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს ხალხის არჩეულია, ხალხი აძლევს მას მანდატს და უცხადებს ნდობას საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ შიგნით ხალხის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები".

აკაკი წოწონავა

 

22-05-2014, 23:58
უკან დაბრუნება