ექსპერტი არჩილ გამზარდია ბაროზოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ასოცირებული წევრები არიან, მაგრამ უკვე მრავალი წელიწადია ამ სტატუსით იმყოფებიან ევროკავშირთან მიმართებაში. მისივე თქმით დარგობრივი სპეციალისტების აზრით, შესაძლოა სახელმწიფოს ჰქონდეს ინტერესი მხოლოდ ასოცირების დონეზე ურთიერთობისა, შესაძლოა სრულფასოვანი გაწევრიანებისა, რომლებშიც სხვადასხვა მოთხოვნები და შესაძლებლობებია ჩადებული.
-"ბაროზოს განცხადება არის ძალიან ჩვეულებრივი პროცედურული ხასიათის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუკი საქართველოს არჩევანი არის ევროპა, აქვს ძალიან რთული და ვალდებულებებით სავსე გზა გასავლელი. საქართველოს ამ ეტაპზე სჭირდება მხარდაჭერა, რაც შეიძლება გამოხატული იყოსროგორც ასოცირების ხელმოწერით, ასევე დამატებითი ღონისძიებებით, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპაში ინტეგრირებისთვის".