20 მაისს ემზარ კვიციანის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კვიციანი ისევ პატიმრობაში დარჩა. ამასთან დაკავშირებით ნორა კვიციანმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების გზას ადგას და მისი ძმა დღესაც პოლიტ-პატიმარია.
-"წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს მათ გზას. დღეს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, პროკურატურა, არსად არის სამართალი. ემზარმა 2 დღეა შემშილობა დაიწყო, მას ყველაფერზე უარი ეთქვა, 13 წლის შვილთან სატელეფონო საუბარზეც კი. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ დადის, ემზარ კვიციანი კი ციხეშია და მისი საქმე ამდენი ხნის მანძილზე ბოლომდე არ არის მიყვანილი. თავდებში რომ გამოეშვათ, 37 დეპუტატი, 33 გენერალი, პატრიოტთა და ვეტერანთა მთელი საბჭო ჩაუდგა თავდებში და მაინც ციხეში რჩება, თან გაურკვეველი ვადით.
ორი დღეა წყალიც კი არ მიუღია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლის აღსრულების იმედი აღარ გვაქვს, სხვა გზა არ დაგვრჩენია, გავდივართ ქუჩაში!
ორშაბათს ვიწყებ მჯდომიარე აქციას. ვითხოვთ ემზარს შეხვდეს სახალხო დამცველი, მთავარი პროკურორი და დაიწყოს გამოძიება"