ივერიონი / "სახალხო პარტია:-"ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს და გვტკიოდეს აფხაზეთი!"

"სახალხო პარტია:-"ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს და გვტკიოდეს აფხაზეთი!"

   23 მაისს, აფხაზეთის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ,,სახალხო პარტია" ავრცელებს განცხადებას. 

   -"გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, 23 მაისი – სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის  დღედაც გამოცხადდა.

   ვულოცავთ ყველა ქართველს დღევანდელ დღეს და შევთხოვთ უფალს, რომ  სულ მალე ერთად გვეზეიმოს ეს დღე აფხაზეთში. 

საქართველოს ეს კუთხე  ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს და ჩვენი ყოველდღიური სატკივარი უნდა იყოს. თუ ამ ტკივილს არ გაითავისებს თითოეული ჩვენგანი და საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალი, თუ ეს ტკივილი არ გახდება საყოველთაო, ყოველდღიური ბრძოლისა და შრომის განწყობის შექმნის მიზეზი, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ  აფხაზეთის დაბრუნების საკითხის საერთო ეროვნულ საქმედ ქცევას და ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს ქვეყნის ერთიანობის აღდგენის პერსპექტივას.

ამიტომ, მოვუწოდებთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს, შემდეგ  კი საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოველ წამს გვახსოვდეს და გვტკიოდეს აფხაზეთი!"-ნათქვამია განცხადებაში.

 

23-05-2014, 13:35
უკან დაბრუნება