შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დარიალჰესის გვირაბში, მეწყრის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია გუშინ ჩაატარეს.
მაშველებმა მეწყრის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.
დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.