ალბათ საინტერესოა, რა ხდება ადგილობრივი არჩევნების წინ სამცხე-ჯავახეთში. გუშინ საღამოს მე მომიწია შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, კერძოდ ეთნიკურ სომხებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ე.წ. სუს-ის თანამშრომლები დადიან რეგიონში და სხვადასხვა პარტიის კანდიდატებს აიძულებენ, მოხსნან თავიანთი კანდიდატურები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
ადგილობრივი სომხები იმასაც აღნიშნავენ,, რომ ასეთი ქმედება ავტორიტეტს უფუჭებს "ქართულ ოცნებას" და ადგილობრივ მოსახლეობას უკარგავს უკეთესი მომავლის რწმენას...
ნიშანდობლივია ისიც, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები შიშობენ, რომ ასეთი ქმედებები მათ დააბრუნებს განუკითხაობისა და შიშის ხანაში.
მინდა მივმართო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბატონ აკაკი მაჭუტაძეს, ჩაერიოს და გაერკვეს, თუ რა ხდება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში რეგიონში.