საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით დღეისათვის საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 60 000 ადამიანია, რომელთაც მოქმედი პირადობის მოწმობები და პასპორტები არ აქვთ და თუ ისინი ახალ პირადობის მოწმობებს და პასპორტებს არ აიღებენ, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ.
მინისტრის თქმით ამ მოქალაქეებს ახალი ბარათები უფასოდ დაურიგდებათ.
-"მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი მივიდეს 15 ივნისს არჩევნებზე, თუ არ აქვთ მოქმედი პირადობის მოწმობა, ან მოქმედი პასპორტი, აიღონ ახლები, რადგან ისინი რომც მივიდნენ უბანზე ხმის მისაცემად, ხმას ვერ მისცემენ. დღეს, სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ასეთი 60 000 საარჩევნო ასაკის ადამიანია, რომელთაც საერთოდ არ აქვთ არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი. 1-ელ ივნისს მე ბოლოჯერ გადავცემ ცესკო-ს თავმჯდომარეს მონაცემებს. მივმართავ ადამიანებს, რომ ნახონ, პირადობის მოწმობა არის თუ არა მოქმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე თამარ ჟვანიას 60 000 ადამიანით ნაკლებ სიას გადავუგზავნი"-ამბობს წულუკიანი.