ივერიონი / თბილისში, ავარიისას დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ავარიისას დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე წუხელ, გვიან ღამით, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი, იაშვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმების განცახდებით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვის მდომარეობა უმძიმესი იყო და რეამინაციული ღინისძიებების მიუხედავდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შეგახსენებთ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან,  ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.  

მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის ორი მგზავრი, 50 წლამდე ასაკის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალნენ.

რაც შეეხება “ჯიპის” მძღოლს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 წლის ბავშვი, კი ექიმებმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

 

 

 

24-05-2014, 12:33
უკან დაბრუნება