"ვაჟა-ფშაველას" მეტროში 50 წლის თორნიკე გოცირიძე ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. ინციდენტი მეტროს შესავლელთან, საქართველოს ბანკის აპარატთან, დღეს დილით 11 საათზე მოხდა. თორნიკე გოცირიძეს ერთ– ერთ მოქალაქესთან უერთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც თორნიკე გოცირიძეს თავის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა", – განაცხადა მეტროპოლიტენის პასუხისმგებელმა მორიგემ კახა მაისაშვილმა.
ამ წუთებში დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ივერიონთან" საუბარში განაცხადა ეჭვმიტანილი დაკავებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.