ივერიონი / რატომ ესტუმრა ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომის“ ქარხანას?

რატომ ესტუმრა ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომის“ ქარხანას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის რეაბილიტაცია-რენოვაციის პროცესს გაეცნო. 

ღარიბაშვილს კომპანია „IDS ბორჯომი - საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ უმასპინძლა და განუმარტა, რომ ქარხნის რენოვაცია, შესაძებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზების გამოყენებით, პროდუქციის წარმოება წელიწადში 450 მლნ ბოთლამდე გაიზარდოს. 

 

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს, გასულ წელთან შედარებით წარმოების 35%-ით გაზრდა იგეგმება. ამასთან, კომპანიის გათვლით, 2014 წელს ექსპორტი 75 მილიონით იზრდება, შიდა ბაზარზე დაგეგმილი ზრდა კი 5 მილიონს შეადგენს. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა,  კომპანიის ტექნოლოგიურ განახლებისა და საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებისკენ სწრაფვა მოიწონა. 

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის სტაბილურობა ხელს უწყობს დიდ კომპანიებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები, გააფართოონ ბიზნესი, დაასაქმონ მეტი ადამიანი და „ბორჯომის“ ქარხანა ამის ნათელი მაგალითია. 

„ბორჯომის“ განახლებული ქარხნის გახსნა ივნისში იგეგმება. კომპანიაში დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მკვიდრია.

 

24-05-2014, 17:37
უკან დაბრუნება