ივერიონი / შსს-მ "ვაჟა-ფშაველას" მეტროში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-მ "ვაჟა-ფშაველას" მეტროში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  "ვაჟა-ფშაველას" მეტროში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე  გახსნა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალექსანდრე ვ-ს მეტროპოლიტენ „ვაჟა-ფშაველას“ სადგურში, 1963 წელს დაბადებულ თორნიკე ჯ-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. 

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალექსანდრე ვ. ადგილზევე დააკავეს. 

თორნიკე ჯ.  საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

24-05-2014, 19:18
უკან დაბრუნება