"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს სასჯელაღსრულების მინისტრი იყო ფიქტიური ფიგურა, პროცესებს კი მართავდნენ პირადად მერაბიშვილი და ადეიშვილი თავიანთი უწყებების მეშვეობით. მამრაძის თქმით ეს მიდგომა შენარჩუნდა ახალი ხელისუფლების პერიოდშიც.
_"დარბაისელი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მიერ ისე, რომ სუბარს არავინ არაფერი ჰკითხა და ეს იმიტომ, რომ დარბაისელი ყოფილიყო რეალური მინისტრი ამ სფეროში. მახსოვს სააკაშვილის დროს სკანდალიც იყო დარბაისელთან დაკავშირებით, რაც ნარკოტიკებს უკავშირდებოდა და იმ დროს ის მხოლოდ იმიტომ გადარჩა ციხეს, რომ მერაბიშვილის გუნდიდან ვიღაც ძალიან გავლენიანი დაუდგა მფარველად. როცა მერაბიშვილი გაიყვანეს, მერაბიშვილმა ფარცხალაძესთან ერთად დარბაისელიც დაასახელა და ეს ყველამ იცის, რომ ასეც იყო, ეს ვეებერთელა პრემიებიც ამას უკავშირდება. პრემიერმა მის გადადგომას გმირული ნაბიჯი უწოდა, ნაცვლად იმისა, რომ თავად გაეთავისუფლებინა, თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან დარბაისელი ღარიბაშვილის დავალებას ასრულებდა".
მამრაძის თქმით, საჭიროა ეს სფერო გაკონტროლდეს საზოგადოების მხრიდან, რათა კიდევ ერთი დარბაისელი არ მივიღოთ.