ცესკოს მონაცემებით უკრაინაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 36,5 მილიონი ადამიანია. 2010 წლის არჩევნებზე კი ხმას 25,2 მილიონი ამომრჩეველი აძლევდა.
ყირიმის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვალდებული იყო ჩასულიყო უკრაინაში და განეცხადებინა კუნძულის მიღმა რომელ საარჩევნო ოლქში მისცემდა ხმას. დღეს კი სასაზღვრო ფორმალობების გავლის შემდეგ საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადებულიყვნენ. ოფიციალური მონაცემებით ეს ეტაპი 1,5 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 6000 გაიარა.
გუშინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა წინასაარჩევნო აგიტაცია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. პრეზიდენტობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ ორის-ვადიმ რაბინოვიჩის და იულია ტიმოშენკოს პლაკატები სჭარბობდა.