იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს იუსტიციის სამინისტროც უერთდება. სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალი თერთმეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სერვისები რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპეციალურ პავილიონში მთელი დღის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ები მოქალაქეებს პოპულარული და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სერვისების გარკვეული ნაწილი პავილიონშივე იქნება ხელმისაწვდომი.
იუსტიციის სამინისტოს პავილიონში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს განვითარების სააგენტო ელექტრონული პირადობის მოწმობის, ციფრული ხელმოწერის, საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მსურველებს ადგილზე შეეძლებათ ახალი დიზაინის ქორწინების მოწმობის აღება (ძველი მოწმობის გამოცვლა); საჯარო რეესტრის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელი მისამართის შესწორებაში დაეხმარებიან. პავილონის სტუმრები სახელის და გვარის მითითებით, ქონების შესახებ ამონაწერის მიღებასა და მის ამობეჭდვას ადგილზე შეძლებენ; აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებულ პირებს ბიუროს სერვისების შესახებ კონსულტაციას ადგილზე გაუწევს; იუსტიციის სახლისათვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება კუთხე ყველაზე პატარ სტუმრებისათვის. მათ მშობლებს კი საშუალება ექნებათ, პირადობის ახალი მოწმობის ასაღებად განაცხადი ადგილზე გააკეთონ და ფოტოც გადაიღონ; სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირებასაც შეძლებენ და ვებგვერდის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ; სამართლებრივ კონსულტაციას მოქალაქეებს ნოტარიუსებიც გაუწევენ.
საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს 1918-1921 წლების უნიკალურ ფოტოქრონიკას. გამოფენილი იქნება ასევე 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი სსიპ-ის - დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას, ასევე ზოგადად - დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას გააცნობენ.
იუსტიციის სამინისტრო საკუთარი ქოლგის ქვეშ ყველაზე მეტ სახელმწიფო სერვისს აერთიანებს. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, გამარტივებული ელქტრონული სერვისები საშუალებას აძლევს უწყებას, რუთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს ადგილზევე გაუწიოს კონსულტაცია და რამდენიმე ტიპის მომსახურება იქვე შესთავაზოს.