ივერიონი / საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

   დღეს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ადგილობრივი მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები სხვადასხვა ღონისძიებების მნახველი და მონაწილეები იყვნენ. რუსთაველზე პოლიტიკოსები, მინისტრები და თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები დასეირნობდნენ და ყველას 26 მაისს ულოცავდნენ.

   ამაღლებული განწყობა ჰქონდა დევნილთა მინისტრს, დავით დარახველიძეს, რომელმაც ისურვა, რომ მალე დამოუკიდებლობის დღეს აფხაზებთან და ოსებთან ერთად გვეზეიმოს. ასეთივე განწყობა ჰქონდა უმცირესობის წევრს გია ბარამიძეს, რომელმაც მთელ საქართველოს მიულოცა 26 მაისი. ურთიერთობის ასეთი უშუალო და თავისუფალი ფორმა მოსწონს "ეტალონის" წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც დღეს თავს ბედნიერად გრძნობდა და მთელ საქართველოს 26 მაისს ულოცავდა.

 

26-05-2014, 23:27
უკან დაბრუნება