,,ივერიონს“ ესაუბრება ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.
-ბატონო ლაშა, თქვენ სამეგრელოს რეგიონის უმსხვილეს ქალაქ ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობთ. მართალია, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, საარჩევნო გარემო შეცვლილია, მაგრამ, თუ რეალურად შევხედავთ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ იქ ჯერ ისევ მყარად აქვს ფესვები გადგმული ანუ თქვენ მოგიწევთ უშეღავათო ბრძოლა. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო სიტუაციას ზუგდიდსა და ,საერთოდ, სამეგრელოში?
-აქაური სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ,,ნაციონალებმა“ იციან ეს არჩევნები მათი კუდისუკანასკნელი მოქნევაა და ხელისუფლებაში შემორჩენას ცდილობენ. ეს ისე, გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე შემორჩენა ნაზამთრალმა თოვლმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შედეგს მივიღებთ ანუ ,,ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში არ უჭირს!
-ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ გუნავა დაიმუქრა, რომ სამეგრელოში არჩევნებს მოიგებს. რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ,,ნაციონალებს“ მაშინ, როცა მთელი სამეგრელო მუჭში ჰყავდა მოქცეული?
-თენგიზ გუნავას უნდა, რომ ფსიქოლოგიურად გააძლიეროს თავისი გამოსვლა. გუშინ მათი რამდენიმე მომხრე მოვიდა ჩემთან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თუ მიხვდება, ეს იყო მესიჯი, რომ ამომრჩეველს ძალით ვერ დაამაგრებს ადგილზე. მას ხომ სხვა ძალა არ გააჩნია ასეთი განცხადებების გარდა, მაგრამ მის ამ პარპაშსაც მალე მოეღება ბოლო. ზუდგიდი ეროვნული მუხტიდან არასდროს ამოვარდნილა და ის ისევ საქართველოს ღირსეულ ნაწილად დარჩება!
გურამ შარაძის მკვლელობაში თანამონაწილე გუნავა კოლხეთში და, კერძოდ, ზუგდიდში არავითარ შემთხვევაში არ გაიმარჯვებს!
-ბატონო ლაშა, რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას სამეგრელოს რეგიონში. განსაკუთრებით გვაინტერესებს ნინო ბურჯანაძის ალიანსის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ჩანაცვლებაზე აქვს პრეტენზია?
-ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს წარმატებას ვუსურვებთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბედნიერნი არიან, რომ ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და მათ წინასაარჩევნო კამპანიას საფრთხე არ ემუქრება.
,,ბურჯანაძის ალიანსს“ ზუგდიდში ღირსეული კანდიდატი ჰყავს- ჭითანავა, მაგრამ გამარჯვების რა მოგახსენოთ. მათ აქვთ შანსი, მივიდნენ და დაარწმუნონ ამომრჩეველი, თუმცა კარგად იციან, რომ ბოროტების - ,,ნაციონალების“ დამარცხება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
ხალხმა იცის, ვინ მოდის კონფრონტაციისთვის და ვინ მშვიდობისთვის. სამეგრელოში იწყება საუკუნის პროექტად ცნობილი მშენებლობა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად დაიწყება.
-ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ არჩევნების გაყალბებას აპირებს.თქვენი კომენტარი.
-მე მძულს მსგავსი თამაშები, რომელსაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწუნებდი და ამას არ გავიმეორებ. ბერკეტები სჭირდება ურეიტინგო ძალას, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ რეიტინგით და რაში მჭირდება სახელისუფლებო რესურსი?!
ზუგდიდის საკრებულო ჯერ კიდევ ,,ნაციონალების“ ზეწოლის ქვეშაა - დადიან ჯიპებით და რესურებით ისინი სარგებლობენ თუ სარგებლობენ, ჩვენს პლაკატებს ხევენ, ასფალტებსა და კედლებზე ,,ჰაკიმ-ფაშას“’ გვიწერენ, მაგრამა არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან მშვიდად გვინდა არჩევნების დასრულება.
-თქვენ, როგორც მოქალაქე და მწერალი, როგორ შეაფასებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამ კანონის მიღებამ რამდენად იქონია გავლენა ,,ქართული ოცნების“ რეიტინგზე?
პირადად მე ეს კანონი არ მომწონს და მალე დავწერ კიდეც ამაზე წერილს.
-ზუგდიდი საზღვრისპირა რეგიონია. ხომ არ გიქმნით ეს პრობლემას არჩევნების ჩატარებაში?
-რუსების ნებას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ იმ მოსახლეობას, ვისაც ხმის მისაცემად გადმოსვლა დასჭირდება, სამარშრუტო ტაქსებით მოვემსახურებით.
ესაუბრა ია ჯღარკავა