"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს, დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
მანამდე კი, ჭიაბერაშვილი ჟურნალისტებთან, კაფეში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ისხსენებს.
მისი თქმით, ის და ნოდარ ლადარია კაფეში ერთად შევიდნენ, სადაც მათი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე დახვდათ. 10-15 წუთის შემდეგ კი კაფეში რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძეც შევიდნენ.
"რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა, მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეში და შემდეგ ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომა ვერ მოვასწარი, თავში ორჯერ ჩამარტყა. როცა წამოვდექი, უკვე თავსა და საფეთქელს შორის ჩამარტყა. ერთადერთი რამ თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ, გაეთრიეთ აქედანო და გაიქცნენ", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.