ივერიონი / როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები

როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები

მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი კანის ზედმეტი სიმშრალეა. იგი კანს ელასტიკურობას უკარგავს და ქუსლებზე ბზარებს აჩენს. იგივე პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ავიტამინოზმაც. გაეცანით ინსტუქციას და დაიწყეთ მკურნალობა:                   

თუ ქუსლებზე ხშირად ჩნდება  ნახეთქები, ძალიან გაწუხებთ და მასიურად გაქვს, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თქვენ გექნებათ დანიშნულება და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეძლებთ მკურნალობის დაწყებას.

              

რაც შეეხება მსუბუქ ფორმებს, შეეცადეთ იმკურნალოთ თქვენივე საშუალებებით: გააცხელეთ წყალი, დაუმატეთ ბორის მჟავა და გაანაწილეთ შემდეგი პროპორციით: (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე) ჩაყავით ფეხი ცხელ წყალში და გააჩერეთ ცოტა ხანი. ფეხის წყლიდან ამოღების შემდეგ, ქუსლებზე წაისვით ვაზელინი და შემდეგ პლასტირი დაიკარით ზემოდან. შეეცადეთ გაიჩეროთ ღამის განმავლობაში. შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველ დღე, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

 

წაისვით ფუტკრის ცვილი. დაიკარით პლასტირი და გქონეთ ასე მთელი დღის მანძილზე. კარგი იქნება, თუ მანგანუმის სუსტი ხსნარით ფრთხილად დაიმუშავებთ ჭრილობას.

 

მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, მიისრისეთ ქუსლებზე თბილი მასა. კარგი იქნება, თუ შეძლებთ და ნახევარი საათს მაინც გაიჩერებთ ფეხზე. შემდეგ გაიწმინდეთ  ნაჭრით და წაისვით ფეხის ცხიმიანი კრემი. გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა 3-5 დღე.

 

27-05-2014, 22:58
უკან დაბრუნება