ზაფხული მზის სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. მათი არჩევისა გასათვალისწინებელია არა მარტო მოდური ტენდენციები, არამედ თქვენი სახის ფორმები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რომელი სახის ფორმის მქონე ადმაინს როგორი ფორმის სათვალე მოუხდება.
წესები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ არჩევის წინ
- მრგვალისახე
უხდება-კვადატული მზისგან დამცავი სათვალეები, ღია ფერის ჩარჩოთი.
არ უხდება - ძალიან დიდი მზისგან დამცავი სათვალეები, რომლებიც ფარავენ ყვრიმალებს, ასევე მრგვალი ჩარჩოები. - მრძელი სახე
უხდება - ჩარჩოს ვერტიკალურად დაგრძელებული დიდი მზისგან დამცავი სათვალეები პანორამული შუშებით.
არ უხდება - პატარა მზისგან დამცავი სათვალეები და სათვალეები ჩარჩოს გარეშე. - ამოტრიალებული(სამკუთხედი)
უხდება - სათვალეების თითქმის ყველა ტიპი, განსაკუთრებით სათვალეები ჩარჩოს გარეშე.
არ უხდება - ძალიან მუქი სათვალეები ჩანს უხეშად, ბევრი დეტალით დატვირთული მზისგან დამცავი სათვალეები კიდევ უფრო ადიდებს სახის ყველაზე განიერ ნაწილს. - კვადრატული სახე
უხდება - მომგრვალო ფორმის სათვალეები - "კატის თვალი", თხელი ჩარჩოთი ან მის გარეშე.
არ უხდება - კვადრატული, გეომეტრიული ჩარჩოები, რომლებიც უფრო წარმოაჩენს ყვრიმალებს. - ოვალური სახე
ასეთი სახის ფორმის მფლობელებს უხდებათ ყველა მზისგან დამცავი სათვალე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩარჩო იდეალურად უნდა ემთხვეოდეს მის "ფორმატს" - არ უნდა იყოს საზღვრებს გადაჭარბებული და სათვალის ზევით ხაზი უნდა შეესაბამებოდეს წარბების ხაზს.