ივერიონი / მამუკა არეშიძე:-"რუსეთი ყველაფერს ეცდება ის გეგმა შესრულდეს, რომელიც უკვე შექმნილი აქვს"

მამუკა არეშიძე:-"რუსეთი ყველაფერს ეცდება ის გეგმა შესრულდეს, რომელიც უკვე შექმნილი აქვს"

   29 მაისს ხელი ეწერება ევრაზიული კავშირის შექმნის საბაზო დოკუმენტებს, რასაც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"საკმაოდ რთული პერიოდი გველის, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 29 მაისს ხელი ეწერება ევრაზიული კავშირის შექმნის საბაზო დოკუმენტებს ბელორუს-რუსეთსა და ყაზახისტანს შორის. ამ ხელმოწერის შემდეგ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციის შექმნას და შემდგომ განვითარებას  არ შეექმნნეს საფრთხე და მეორეს მხრივ, ის გეგმა შესრულდეს, რომელიც მათ უკვე შექმნილი აქვთ. გეგმა კი გულისხმობს 2018-2019 წლებში ამ ორგანიზაციის წევრობას პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყნის წევრობას, გარდა ბალტიისპირეთისა. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ როდორ დამთავრდება უკრაინაში პროცესები".

 

 

28-05-2014, 01:49
უკან დაბრუნება