26 მაისის ,,ორი ვარსკვლავის“ პირველი სეზონის გამარჯვებულ ირინა ონაშვილს საჩუქრად მანქანა გადასცეს.
საზოგადოებამ კი კრიტიკის ქარცეცხლი არ დააკლო ფინალსა თუ ფინალისტებს. კრიტიკა და ირონია არც ბუმბულისკაბიან ლელა წურწუმიას დაჰკლებია, რომელიც ფრინველთა დაცვის ორგანიზაციის წევრად ჩათვალეს.
მეორე-მესამე ადგილები ლევან ჯავახიშვილმა და გოგოლა კალანდაძემ გაინაწილეს, რომლებსაც საჩუქრად სახის მოვლის საშუალებები გადაეცათ. ეს კი მართლა ბოლო წვეთ შხამად ექცათ ზოგიერთებს და ღირსების შეურაცხყოფად მონათლეს.