ივერიონი / გაყიდული მუზეუმის ექსპონატები სავალალო მდგომარეობაშია დარჩენილი

გაყიდული მუზეუმის ექსპონატები სავალალო მდგომარეობაშია დარჩენილი

    მუზეუმისშენობა, რომელიცქალაქ-მუზეუმმცხეთასგააჩნდა, წინახელისუფლებამგაყიდადაექსპონატებისავალალომდგომარეობაშიადარჩენილი,-ამგვარიინფორმაციამიაწოდასაქართველოსპრემიერ-მინისტრირაკლიღარიბაშვილსმცხეთისმაჟორიტარმადეპუტატმადიმიტრიხუდნაძემ.

 

    პრემიერ-მინისტრმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა და საგურამოს მრავალფუნქციური გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

   მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 169 000 ლარს შეადგენს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

   რაც შეეხება საგურამოს გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსს, იგი 4 წელიწადში დასრულდება და 35-მდე ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ღირებულება 4 210 ათასი ლარია და ის, კომპლექსის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ჟურნალისტების მხრიდან პრეზიდენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე დელეგირების მინიჭების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "დამატებით უფლებებს არ ვსაჭიროებ, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციით და ვიყენებ იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით გამაჩნია".

   მანვე რეგიონული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონებში ბევრი პრობლემა დაგროვდა და მათ გადასაჭრელად თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

 

   "სამწუხაროდ, ძალიან ძვირფასი დღეები და წლებია გადაყრილი. მოსახლეობას სიკეთე არ უგრძვნია. ჩვენ დავიწყეთ პრიორიტეტების განსაზღვრა და ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება. რასაც ვაკეთებთ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებზე სასიკეთოდ აისახება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

28-05-2014, 08:53
უკან დაბრუნება