ივერიონი / არჩილ ჭყოიძე:-"2008 წლის აგვისტოში ჩვენმა ჯარმა ორი საათითაც ვერ დაიცვა ქვეყნის საზღვრები"

არჩილ ჭყოიძე:-"2008 წლის აგვისტოში ჩვენმა ჯარმა ორი საათითაც ვერ დაიცვა ქვეყნის საზღვრები"

   კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" მთავრობის წევრებს და თავდაცვის მინისტრს არასერიოზული განცხადებების კეთებაში ადანაშაულებენ.

   -"არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ მთავრობის წევრების, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მხრიდანაც, რომელიც ძალიან წააგავს სააკაშვილის რიტორიკას. რომ თურმე ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის პოზიციების გათვალისწინებას, რომ ჩვენ ვერავინ ვერაფერს გვიზამს და ჩვენი ჯარი დაიცავს საქართველოს. არადა ვნახეთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენმა ჯარმა ორი საათითაც ვერ დაიცვა ქვეყნის საზღვრები, ამასთან უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პროცესი, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეინიშნებოდა, ნელ-ნელა განელდა"-განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

   დღეს კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გამართავენ.

   ცნობისთვის, 29 მაისს ხელი ეწერება ევრაზიული კავშირის შექმნის საბაზო დოკუმენტებს ბელორუს-რუსეთსა და ყაზახისტანს შორის.

 

28-05-2014, 10:40
უკან დაბრუნება