ივერიონი / მღვდელი გაბრიელ ჩადუნელი:-"ჩვენ არ მივიღებთ ეშმაკის ბეჭედს!"

მღვდელი გაბრიელ ჩადუნელი:-"ჩვენ არ მივიღებთ ეშმაკის ბეჭედს!"

   29 მაისს 15 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან ელექტრონული მოწმობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ აქციას მღვდელი გაბრიელ ჩადუნელი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"საქართველო მოსახლეობისაა და არ არის მხოლოდ რამდენიმე მინისტრის მოსაზრების მატარებელი. რომ გამოვდივართ ლოზუნგებით, თურმე ჩვენს ქვეყანაში არის თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი სიტყვა, ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ყოფილა, ელექტრონული მოწმობების დაძალებით მთავრობა უკვე არღვევს მათ მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. 

მინდა ყველას ვუთხრა, ნუ დაუპირისპირდებით ეკლესიას! მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საზოგადოებას-გონს მოეგონ. თქვენ არაერთხელ ნახეთ პატრიარქის მოწოდება, ვინაიდან გაჩნდა აზრთა სახესხვაობა, უნდა იყოს მიღებული ალტერნატივა. ჩვენ არ მივიღებთ ეშმაკის ბეჭედს, ისეადც ბევრი არაკანონიერი კანონი მიიღო, რაც ჩვენს მომავალზე უარყოფითად აისახება. 

   ხვალ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება და მინდა ყველას ერთხელ ვუთხრა, რომ ეს 100 000 ქარველი, რომლის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული, სიმბოლურია 100 000 ქართველი მოწამისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქის მოწოდების და ხალხის აზრის იგნორირება კარგს არაფერს მოგვიტანს."

 

28-05-2014, 12:54
უკან დაბრუნება