ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ანქვაბმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ამჟამად პოლიტიკური პროტესტის მიზეზი აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
-"აფხაზურმა ოპოზიციამ კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთისგან მიღებული თანხა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის არ გამოიყენა. აფხაზეთში მართლა ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ანქვაბმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როდესაც ის ფული, რომელსაც მოსკოვიდან იღებდა, ინფრასტრუქტურის განვითარებაში გამოიყენა. მან შეგნებულად თავი აარიდა ეკონომიკის განვითარებას".