ივერიონი / რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ტელეფონით?

რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ტელეფონით?

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში  გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრისას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მარგველაშვილმა ლიტველ კოლეგას, როგორც მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს და  მზადყოფნა გამოთქვეს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. 

 

28-05-2014, 18:41
უკან დაბრუნება