11 დეპუტატს პლენარული სხდომების გაცდენის გამო ხელფასები დაუქვითეს. თანხამ 11 ათასი ლარი შეადგინა. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, დეპუტატები გაცდენის მიზეზად ხშირად ოჯახურ მდგომარეობას იმიზეზებენ, რაც მალე რეგლამენტში ცვლილებით გაკონტროლდება.