ივერიონი / ანგელა მერკელი: ,,საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“

ანგელა მერკელი: ,,საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრმიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ სამივე ქვეყანა დგამს  ნაბიჯებს ევროკავშირისაკენ, რაც მისასალმებელია.

,,მოხარული ვართ, დღეს სტუმრად მყავს მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს პრემიერმინისტრები. მსურს მივიპატიჟო ისინი ვახშამზე ბერლინში. სამივე ქვეყანა ეძებს გერმანიასთან მჭიდრო კავშირს. მოხარული ვართ, რომ, მიუხედავად მძიმე პირობებისა,  უკრაინაში არჩევნები ჩატარდა, ვუსურვებთ ახალ პრეზიდენტს წარმატებას. დღეს სამივე ქვეყანამ გამოიმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის პოზიცია. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს.  იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება სამივე ქვეყნაზე.. ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს თავისი პასუხისმგებლობისაკენ. ჩვენ გვინდა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რომელი გზით წავიდნენ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

29-05-2014, 09:24
უკან დაბრუნება