ივერიონი / ინგა გრიგოლია ,,საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ

ინგა გრიგოლია ,,საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ

,,საქართველოს ფოსტაში“  ამანათის მისაღებად მისულ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, როგორც  სოციალური ქსელის მეშვეობით იტყობინება, ჭუჭყიანი და მტვრიანი ყუთი შეაჩეჩეს ხელში.

„21-ე საუკუნის ,,საქართველოს ფოსტა“ სამარცხვინო...ამანათის წამოსაყებად მივედი და ჭუჭყიანი და მტვრიანი ყუთი გამომატანეს, თავში ფიქრად არავის მოსდის, რომ ადამიანი სანამ გზავნილს წაიღებს, ჩვარი მაინც გადაუსვას და გაწმინდოს.....ხელები გამიჭუჭყიანდა ისეთი გადმომცეს.... ყველა ცუდი სიტყვა, რაც შეიძლება დავწერო, დღეს ჩემგან ეძღვნება „საქართველოს ფოსტას“...  კლიენტიც ფეხზე კიდიათ და მისი კომფორტიც,  მთავარია, მოიშორონ ამანათი და არ ადარდებთ!“-აცხადებს ინგა გრიგოლია.

 

29-05-2014, 09:52
უკან დაბრუნება