როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისათვის სანქციები დაუწესა.
მას შემდე, რაც რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოხატა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება შეაჩერდა. ფრანსუა ოლანდმა პუტინის ამ ნაბიჯს ვითარების დეესკალაციის შესაძლებლობა უწოდა.
,,... ჩვენ ერთხმად უნდა განვაცხადოთ, რომ ევროპა მზად არის ახალი სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთი უარს არ იტყვის სეპარატისტების მხარდამჭერ პოლიტიკაზე", - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.