მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირთან გაწევრიანების ხელშეკრულებასაც ვერ მოაწერს ხელს, რადგან მასზე მუშაობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის მსგავსად, საქართველოს მთავრომ დაიწყო და ხელმოწერაც მისი პრეროგატივაა.
"პრეზიდენტმა შეიძლება მოლაპარაკებები აწარმოოს საზღვართან, სამხედრო ხასიათის ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაზეც მისი მხრიდან მოლაპარაკები დაწყებულია მთავრობის თანხმობით.“-განმარტა შალვა თადუმაძემ.