ივერიონი / გოგი წულაია:-"არ ყოფნით გულავი, საყვარლები, დროს ტარება..."

გოგი წულაია:-"არ ყოფნით გულავი, საყვარლები, დროს ტარება..."

   "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სიის პირველი ნომერი ქუთაისში გოგი წულაია, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

   წუალაიას თქმით, მან ბოლო 3 თვის მანძილზე მერიიდან 4-ჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხები ამდრომდე არ მიუღია. 

  - "რაში დახარჯონ ბიუჯეტი აღარ იციან, არ ყოფნით გულავი, საყვარლები, დროს ტარება...თებერვლის მერე ვითხოვ გამცენ პასუხი, რამდენს ხარჯავს მერია მივლინებებში, საწვავში, რამდენიმე  დღის წინ მოვითხოვე შვებულებაში გასული თანამშრომლების სია, მაგრამ მერიამ ყველა ვადა დაარღვია და პასუხები არ მომაწოდა, მოკლედ, ასე რომ ვთქვათ სძინავთ! ზუსტად ასე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობაც", რავა, ნაციონალებს ჩემთვის კი არაფერი გაუუჭებია?!. და მე ამ ორ ძალას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ვერ გავიგე რომელი რომელს სჯობია?!."

დათო ცხვარაძე

 

29-05-2014, 14:34
უკან დაბრუნება