პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
-"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ცნობისთვის, ანქვაბი მოიაზრება უფრო "პროაფხაზურ" ფიგურად, ხოლო ხაჯინბა არის რუსეთის ჩვეულებრივი აგენტი. ამ ინფორმაციას ფლობს საქართველოს სპეცსამსახურები და ვთვლი, უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამაც. იქნება ეს ანქვაბი, ხაჯინბა თუ სხვა ვინმე, მინდა გავაფრთხილო და მათთან ერთად რუსეთის ფედერაცია, რომ თუ შეეცდებიან აფხაზეთში ყირიმის სცენარის გამეორებას ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთ ქმედებაზე პასუხი არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას. რუსეთის მიერ აფხაზეთში ყირიმის სცენარის გამეორება გამოიწვევს რუსეთის ჩაფლობას უდიდეს ჭაობში და სეპარატისტებისთვის შეიძლება საერთოდ გამანადგურებელი აღმოჩნდეს"-წერს ბაჩანა ახალაია.