ივერიონი / RMG Gold-ი განცხადებას ავრცელებს

RMG Gold-ი განცხადებას ავრცელებს

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დღეისათვის გააჩნია საყდრისის წიაღისეული რესურსების ათვისების სრული საკანონმდებლო უფლება, სრულმაშტაბიანი სამუშაოების განხორციელებისაგან, თავს ვიკავებთ, - ამის შესახებ, კომპანია RMG Gold-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც  „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ: 

 

საყდრისის ლიცენზირებული საბადოს საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე კომპანია აცხადებს. როგორც ცნობილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ სააგენტოს წარუდგინეს  შუალედური რეკომენდაციები, საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგთან დაკავშირებით.  იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში სააგენტო მიიღებს საბოლოო რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზე დადგინდება კომპანიის მიერ საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგის მიმართულებები,  პარამეტრები და შედგება მონიტორინგის გეგმა, რომლის საფუძველზეც შემდგომში განხორციელდება სამუშაოების არქეოლოგიური ზედამხედველობა და მონიტორინგი სააგენტოსა და კომპანიას შორის კოორდინაციის პირობებში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დღეისათვის გააჩნია საყდრისის წიაღისეული რესურსების ათვისების სრული საკანონმდებლო უფლება, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ თავს ვიკავებთ სრულმაშტაბიანი სამუშაოების განხორციელებისაგან მონიტორინგის გეგმის საბოლოოდ დადგენამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

29-05-2014, 18:30
უკან დაბრუნება