ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ-გრანდ-მოლის გენერალური დირექტორი ნატალია დანელია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს, მისი თქმით, სამარშუტო ტაქსების მძღოლები უხეშად მიმართავენ მგზავრებს და მეტიც, 34 ნომერი მარშუტის მძღოლებს ტუალეტად აქვთ გადაქცეული ნაძვების მიმდებარე ტერიტორია, რაც მისი თქმით დაუშვებელია. დანელია "ივერიონი"-თან საუბრისას ამბობს, რომ მან პირადად მოუწოდა სამარშუტო ტაქსის მძღოლს მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავება, მაგრამ მისი მოწოდება არავინ გაითვალისწინა .
– "მივმართავ ქალაქის მერიას, მერის მოვალეობის შემსრულებელს, მიიტანოს ეს პრობლემა გულთან, ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა მოუწოდოს მის კოლექტივში მომუშავე ყველა მძღოლს რომ ტუალეტის გამო ნაძვნარს არ მიაშუროს, იქ არის უნიკალური ნაძვნარი, სადაც ხალხი ისვენებს –ამბობს დანელია.
დავით ცხვარაძე