ბათუმში მშენებარე მრავალფუნქციური მულტიპროფიკური საავადმყოფო,რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, წლის ბოლოს გაიხსნება.
საავადმყოფოში, პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად, თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.
საავადმყოფოს ბაზაზე იგეგმება „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, რომელსაც პროფესორი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს. სამედიცინო განათლებას სტუდენტები უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე მიიღებენ.
მსურველები სასწავლო კურსის ნაწილს „BAU"-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.
საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.
ობიექტის მშენებლობა დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულეს.