მოძრაობა ,,ერონულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის მოადგილედ დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სანდრო ბრეგაძე მინისტრის მოადგილის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 1 ივნისიდან შეუდგება.