ივერიონი / საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგებს აქვეყნებს

საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,7 პროცენტი, ხოლო 2014 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა. 

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. 

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. 

შესაბამისად, საქსტატის ინფორმაციით, რეალური კვარტალური გაანგარიშებები წინასწარი შეფასებისგან, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. 

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.  

 

30-05-2014, 17:49
უკან დაბრუნება