30 მაისს კულტურის სამინისტროში გაიხსნა ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.
ფორუმ-დიალოგის ეგიდით, 31 მაისს, თბილისს 17-მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი).
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე.
V ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე - უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში.
ლიტერატურული ფორუმ–დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.