„პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო -ახალგაზრდულ ლიდერთა კლუბის“ ინიციატივით, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღინიშნა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს თამბაქოს შემადგენლობასა და მის მავნებლობაზე სემინარი ჩაუტარეს.
-„31 მაისი არის თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დღეს თამბაქოს მავნებლობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებით გამოვხმაურებოდით. წავუკითხეთ სემინარი და კიდევ ერთხელ ვუთხარით რამდენად მავლებენლია მათთვის თამბაქოს მოხმარება“-ამბობს „ახალგაზრდულ ლიდერთა კლუბის“ ხელმძღვანელი ივეტა შალამბერიძე.
დავით ცხვარაძე