მოქალაქეები ძალიან შეწუხდნენ „სითი პარკის „ ტერორით და გადაწყვიტეს თავად შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, როგორც ამ პროექტის ავტორები, ზვიად ტომარაძე და ადვოკატი როინ მიგრიაული აცხადებენ, "სითი პარკს" თბილისის მოქალაქეების ავტომობილებზე ევაკუატორით ყაჩაღური ნადირობა აეკრძალება".
-„2007 წლიდან თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 15 წლიანი იჯარით გადასცა ავტოსატრანსპორტო პარკირების სფეროს მმართვის უფლება, პარკირების თანხა განისაზღვრა წლიურად 25 ლარით, ხოლო შემდეგ უკვე, ერთი წლის თავზე ეს თანხა გაორმაგდა და მას მერე ამ კომპანიის მხრიდან მოქალაქეთა ავტომობილებზე მიმდინარეობს ყაჩაღური ნადირობა. „სითი პარკი“ ავტომანქანების ფარულად გადაყვანასაც არ ერიდება და გადაყავს სპეციალურად დაცულ სადგომებზე. გადაყვანის პროცესში ხშირია ავტომობილების დაზიანებებიც, რაც პირადად ჩემს თავზე გამოვცადე. სწორედ ამიტომ დავწერეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რითიც ამ კომპანიას აეკრძალება ყაჩაღური თავდასხმები, ამ კანონპროექტს მივაწვდით პარლამენტს“-განაცხადა ბრიფინგზე ზვიად ტომარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა უჩივლა „სითი პარკს“ და მისი სარჩელი დაკმაყოფილებული იქნა. მისი თქმით „სითი პარკს“ საერთოდ არა აქვს არც ერთი მანქანის ხელისხლების უფლება“.
თუ რას ითვალისწინებს ვრცლად კანონპროექტი და რა შეღავათი ექნებათ მოქალაქეებს, ამას ბრიფინგის ჩანაწერიდან შეიტყობთ.