„ნაციონალური მოძრაობის“ ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა ონიანი „ივერიონთან“ საუბარში გარდაბანში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული.
-„აშკარაა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გამეფება, ეს გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან წამოსული აგრესიით და უუნარობით, ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ ეძებდნენ შველას და უკეთეს მომავალს, დღეს მოტყუებულები დარჩნენ და საზოგადოების ნაწილს ნერვები აღარ ჰყოფნის, ეძებენ მტრის ხატს, ეს ურთულესი რეალობაა, რაც ძალიან ჰგავს 90იანი წლების დასწყისს“.