ივერიონი / რა საფრთხეებზე აფრთხილებს პაატა დავითაია ხელისუფლებას?

რა საფრთხეებზე აფრთხილებს პაატა დავითაია ხელისუფლებას?

   "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას თქმით სოხუმში მიტინგზე გაიჟღერა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების იდეამ, რაც მისი თქმით ხელისუფლების მხრიდან ყურადსაღებია. დავითაია  საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს.

   -"შეიქმნა ევრაზიული კავშირის ეკონომიკური კავშირი, სადაც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი გაწევრიანდნენ. უახლოეს დღეებში კავშირში შევლენ სომხეთი და ყირგიზეთი. კავშირი ამოქმედდება 2015 წლის იანვრიდან, რადგან მანამდე იქნება ზეწოლა კავკასიაში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რათა ეს ქვეყნები გახდნენ ევრაზიული კავშირის წევრები. მინდა, გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, თუ რა საფრთხეებზეა საუბარი. პირველი, ის მოვლენებია, რაც აფხაზეთში დაიწყო. რეალურად, ვხედავთ, რომ ანქვაბი აფხაზეთში უკანასკნელი აფხაზი დე ფაქტო პრეზიდენტია, რომელიც მართლა ფიქრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. თუკი გადავხედავთ იმ ლოზუნგებს, რაც გუშინ გაჟღერდა აქციაზე, რომ აფხაზეთში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ურთიერთობა იყოს რუსეთთან, როგორც ცალკე სუბიექტად და აფხაზეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უშიშროების საბჭო და განხილულ იქნას ეს საფრთხეები".

 

30-05-2014, 20:57
უკან დაბრუნება