საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ღონისძიებას დაესწრნენ.
მათთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მათ შსს-ს ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.